საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი 2010 წელს მუშაობას წარმართავდა მისთვის მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების განუხრელად დაცვით.
დეპარტამენტის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ვეტერანების სამართლებრივი და სოციალური გარანტიების დაცვა. სწორედ აქეთ არის ძირითადად მიმართული დეპარტამენტის საქმიანობა.
ბოლო დროს მიღებული კანონების შედეგად გაუარესდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური პირობები, ზოგ შემთხვევაში შემცირდა, უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ გაუქმდა, რის გამოც ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე დაყენებული იქნა საკითხი შესაბამის კანონებში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ და მომზადდა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანას შემდეგ კანონებში:
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში;
“საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში;
“კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”, “სახელმწიფო პენსიის შესახებ” და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონებში;
“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში;
კანონის პროექტების მიღებით უმჯობესდება სოციალური დაცვა განსაზღვრულ პირთათვის: კერძოდ, დაღუპულის მეუღლე და მშობლები შრომისუუნარობისა და ასაკის მიუხედავად, მარტოხელა მარჩენალდაკარგული პენსიონერები შვილის დაღუპვის გამო, შვილები 18-დან 22 წლამდე, მშობლები, რომელთაც დაღუპული ყავთ ორი ან მეტი შვილი (თითოეულზე) - მიიღებენ სახელმწიფო პენსიას თვეში 55 ლარის ოდენობით; გარდა ამისა დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები მოიპოვებენ 44 ლარიანი სოციალური სუბსიდიის მიღების უფლებას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ბრძოლებში და კონფლიქტურ ზონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალისწინებულია სახელმწიფო პენსიების გაზრდა 84 ლარიდან 129 ლარამდე, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 70 ლარიდან 80 ლარამდე, რაც გათანაბრებული იქნება მეორე მსოფლიო ომის შესაბამისი კატეგორიის მქონე პირების სახელმწიფო პენსიებთან.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კონფლიქტურ ზონაში 1998 წელს გალში და 2004 წელს შიდა ქართლში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე კანონის გავრცელებას.
პროექტის თანახმად საჯარო სამსახურში საქმიანობისა და ამავე დროს პენსიის მიღების უფლებით ისარგებლებენ სახელმწიფო კომპენსაციის, სტიპენდიის და სახელმწიფო პენსიის მიმღები ომის ინვალიდები და ომის მონაწილეები. დღეისათვის აღნიშნული უფლებით სარგებლობენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია მარჩენალდაკარგულის გარდაცვალების შემთხვევაში. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერების პენსიების გადაანგარიშებას ამ უწყებებში გაზრდილი თანამდებობრივი სარგოების, ინფლაცის დონის მატების და საბაზრო ფასების ზრდის გათვალისწინებით.
იმ სამხედრო მოსამსახურეებისათვის და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა, რომლებიც გაგზავნილი არიან სამშვიდობო მისიით და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებებნ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, კერძოდ ერაყში და ავღანეთში, სადაც უხდებათ მონაწილეობის მიღება ლოკალურ საბრძოლო მოქმედებებში.
წარდგენილი პროექტებიდან მიღებული იქნა და ამოქმედდა მხოლოდ ნაწილი: რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ერთი შვილის დაღუპვის შემთხვევაში მარტოხელა შრომისუუნარო მშობელი სახელმწიფო დახმარებას მიიღებს მინიმალური სახელმწიფო პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის კუთვნილი წილის ოდენობით და დაღუპულთა მშობლები, რომელთაც დაეღუპათ ორი ან მეტი შვილი – ინდივიდუალურად 55 ლარის ოდენობით (თითოეულ გარდაცვლილ შვილზე). ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო პენსიები გაიზარდა 84 ლარიდან 129 ლარამდე, ხოლო ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 70 ლარიდან 80 ლარამდე, რაც გათანაბრდა მეორე მსოფლიო ომის შესაბამისი კატეგორიის მქონე პირების სახელმწიფო პენსიებთან.
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი 2004 წელს მმართველობის სფეროში გადაეცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის პირობებში გარკვეულწილად შეიზღუდა დეპარტამენტის უფლებამოსილება, გართულდა საქართველოს კანონმდებლობით ვეტერანებისათვის დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
გამომდინარე აქედან, დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების სრულყოფილად წარმართვის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია დეპარტამენტის შემდგომი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბება.
დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად კვლავ რჩება სააღრიცხვო ბაზის სრულყოფა. მართალია, დეპარტამენტმა დაასრულა ქვეყანაში მცხოვრებ ომის ვეტერანთა და სხვა კატეგორიების აღრიცხვა, მაგრამ ბაზაში ყოველდღიურად ხდება ცვლილებები ვეტერანის გარდაცვალების, სხვა მისამართზე გადასვლის, ინვალიდობის ჯგუფის შეცვლის შესახებ და ა.შ. დეპარტამენტს ბევრი ვეტერანი აკითხავს დაკარგული პლასტიკური ბარათის ხელახლა გასაცემად. დღეისათვის სააღრიცხვო ბაზაში დაფიქსირებულია 77106 პირი, მათ შორის:
სამამულო ომი |
მონაწილე |
4 047 |
|
I ჯგუფის ინვალიდი |
190 |
|
II ჯგუფის ინვალიდი |
1 174 |
|
III ჯგუფის ინვალიდი |
432 |
|
ინვალიდი: |
1 796 |
|
სულ: |
5 843 |
სხვა ტერ. ომის |
მონაწილე |
3 497 |
|
I ჯგუფის ინვალიდი |
6 |
|
II ჯგუფის ინვალიდი |
74 |
|
III ჯგუფის ინვალიდი |
41 |
|
ინვალიდი: |
121 |
|
სულ: |
3 618 |
საქ. ტერ. ომის |
მონაწილე |
29 543 |
|
I ჯგუფის ინვალიდი |
152 |
|
II ჯგუფის ინვალიდი |
1 860 |
|
III ჯგუფის ინვალიდი |
675 |
|
ინვალიდი: |
2 687 |
|
სულ: |
32 230 |
სამხედრო ძალ. ვეტერანი |
|
1 613 |
II მსოფლიო და სხვა ქვეყნების ტერიტორიების ომში დაღუპულის ოჯახის წევრი |
|
2 247 |
საქ. ტერ. ბრძოლებში დაღუპულის ოჯახის წევრი |
|
3 283 |
მარჩენალდაკარგული |
|
15 958 |
გათანაბრებული |
|
12 071 |
მონაწილე (მფრინავები) |
|
243 |
სულ: 77 106
დეპარტამენტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებზე მუშაობას. დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ომგამოვლილმა ადამიანმა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება. ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ვეტერანებს უფასოდ ემსახურება არის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი. ომის ვეტერანს სჭირდება სპეციფიკური, კომპლექსური მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ხორციელდება ომის კლინიკური ჰოსპიტალის კვალიფიცირებული და გამოცდილი მედპერსონალის მიერ, მაგრამ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ტექნიკის არქონის გამო ჰოსპიტალში ვერ ტარდება ყველა ის ოპერაცია და პროცედურა, რაც აუცილებლად ესაჭიროება ვეტერანს. მწირი დაფინანსების და მრავალი მოუგვარებელი პრობლემის პირობებში ჰოსპიტალმა 2010 წელს სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარა 1400 ვეტერანს, ამბულატორიული 4500 ვეტერანს, რაც შეადგენს 17 ათას საწოლდღეს, მათ მიერვე ჩატარდა სხვადასხვა ოპერაციები, კერძოდ: მ/წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩატრდა 140 ქირურგიული და 240-მდე ზოგად – ქირურგიული ოპერაცია (ყელ-ყურ-ცხვირის, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა.)
ბოლო წლებში ვეტერანთა დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ომის ვეტერანთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე. მოწვეული იქნა ექიმი-ფსიქოთეარაპევტი, რომელსაც გამოეყო კაბინეტი კლინიკურ ჰოსპიტალში და დეპარტამენტში შემოსული განცხადებების საფუძველზე, ჰოსპიტალის პერსონალის დახმარებით შერჩეულ პაციენტებთან ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოემსახურება ვეტერანებს.
დეპარტამენტის სათანადო სამსახური ცდილობს მიიღოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ტარდება ქვეყანაში სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რათა შემდგომ ვეტერანები აქტიურად იქნენ ჩართულნი მათში.
დეპარტამენტში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დგას ვეტერანების სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული დახმარება, სანიტარულ –საკურორტო მკურნალობა, სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, რაც არ არის უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით. სამწუხაროდ, დეპარტამენტს არ გააჩნია ფინანსური საშუალება დამოუკიდებლად დააფინანსოს ომის ვეტერანების მკურნალობა და ოპერაციების ჩატარება, უზრუნველყოს მათთვის აუცილებელი სამედიცინო-ტექნიკური ინვენტარის გამოყოფა, ამიტომ დეპარტამენტი დახმარებისათვის მიმართავს ზემდგომ ორგანოებს. 2010 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამნისტროებში, ქ. თბილისის მერიასა და სხვა სამინისტროებში გაიგზავნა 600 - მდე თხოვნა –განცხადება, გაეწიათ ომის მონაწილეთათვის ფინანსური დახმარება ოპერაციების ან მკურნალობის ჩატარების მიზნით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვეტერანთა თხოვნები, რაც შეეხება ომის ინვალიდების საყრდენ-მამოძრავებელი კიდურების პროტეზირების საკითხს, აქ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ამ საკითხზე დეპარტამენტი განსაკუთრებული ყურადრებით მუშაობს და ეძებს გადაწყვეტის გზებს.
გრძელდება დეპარტამენტსა და ფ. თოდუას სახელობის სადიაგნოსტიკო ცენტრს შორის ურთიერთობა, რის შედეგადაც ვეტერანებს დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე შეღავათიანი ფასებით უტარდებათ სპეციფიკური ტომოგრაფიული გამოკვლევები. (მიმდინარე წელს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევა 8 ვეტერანს).
დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს სამინისტროს სოციალურ საკითხთა სააგენტოსთან, სადაც დეპარტამენტიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მრავალი ინვალიდი და გაჭირვებული ვეტერანი არის აყვანილი სამედიცინო ინვენტარის მიღების აღრიცხვაზე. მ/წელს აღრიცხვაზე მყოფთაგან ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს გამოეყო სამედიცინო ტექნიკური ინვენტარი, კერძოდ: სმენის აპარატი -57, ხელჯოხი-21, ეტლი-9, მაგრამ მრავალი ისევ რჩება აღრიცხვაზე, რადგან მთხოვნელთა რიგი საკმაოდ დიდია.
დეპარტამენტთან ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობის შედეგად ტრადიციული გახდა ფარმაცევტული კომპანიების პსპ, ჯი-პი-სი, “ავერსის” თანადგომა სამამულო ომის ვეტერანებისათვის. რამოდენიმე წელია, რაც კომპანია “ავერსი” ატარებს საქველმოქმედო აქციას და საცხრამაისოდ ვეტერანებს ასაჩუქრებს მედიკამენტებით. მ/წელს სამამულო ომის ყველა მონაწილესა და ომში დაღუპულთა ქვრივებს თითოეულს 14 დასახელების, 80 ლარის ღირებულების მედიკამენტები გამოეყოთ. დამატებით ქ. თბილისში მცხოვრებ, არასამთავრობო ვეტერანული ორგანიზაციის ხუთ ვეტერანზე გაიცა 1000-1000 ლარიანი ვაუჩერები, რომლითაც “ავერსის” კლინიკაში ჩაიტარეს სხვადასვა სახის მკურნალობა.
მიმდინარე წელს ასევე ერთობლივად დაიწყო ახალი აქცია “ავერსთან” და დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე ვეტერანებზე უფასოდ გაიცემა მედიკამენტები (წარდგენილი ფ-100-ის თანახმად). მიმდინარე წელს ვეტერანებზე უკვე გაცემულია 12 ათასამდე ლარის ღირებულების მედიკამენტები.
საქართველოს კანონმდებლობით ვეტერანებისათვის დაწესებული შეღავათების სრულად უზრუნველყოფის მიზნით დეპარტამენტი გასცემს საშუამდგომლო წერილებს შრომითი მოწყობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, სწავლის საფასურის შემცირების ან გადახდის, აგრეთვე სხვა საკითხებზე.
წლების მანძილზე დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა, მიმდინარეობს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილების სწავლის დაფინანსება. მაგ: გასულ წელს დაფინანსდა 65 სტუდენტის სწავლა, მიმდინარე წელს განსახილავად წარმოდგენილია 150 - ზე მეტი განაცხადი და მიმდინარეობს მასზე მუშაობა.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა გარკვეული საორგანიზაციო მუშაობის გაწევა სამთავრობო და არასამთავრობო ვეტერანულ ორგანიზაციებთან, შემუშავებულია წლის გეგმა-კალენდარი საქართველოში ისტორიულად მნიშვნელოვანი საომარი და საეკლესიო თარიღების მითითებით, რის საფუძველზე შემდგომ იგეგმება და ტარდება ომის ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების დახმარებისა და თანადგომის აქციები.
მაგალითად: დეპარტამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თბილისის მერიასთან ერთად 2010 წლის 26 იანვარს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული ბრძოლის თემაზე მიძღვნილ ფილმის – “ბამბაზიის სამოთხე”-ს ჩვენება-განხილვაში და ფილმის მსახიობებთან შეხვედრაში.
ვეტერანთა დეპარტამენტმა 23 თებერვალს პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისათვის დაცემულ იუნკერთა ხსოვნას ტაბახმელის მემორიალთან. ამ ღონისძიებაში დეპარტამენტთან ერთად, როგორც წესი, აქტიურად მონაწილეობს თავდაცვის სამინისტრო.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. 16 მარტს გმირთა მოედანზე გადახდილი იქნა პანაშვიდი, გვირგვინით შეიმკო მემორიალი.
დეპარტამენტი დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს, როგორც ყოველთვის საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს გამარჯვების დღეს-9 მაისს. ომგამოვლილ ვეტერანებს განსაკუთრებით უყვართ ეს დღე და ხალისით მოდიან “გამარჯვების” პარკში. როგორც წესი ვაკის პარკში მყოფებმა გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი. გაიმართა ტრადიციული დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიალი.
ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №291 განკარგულების თანახმად ფულადი დახმარება გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს 200 ლარის ოდენობით. მათვე გადაეცათ ამ თარიღისათვის სპეციალურად დამზადებული საიუბილეო მედალი და საქართველოს პრეზიდენტის პირადი მისალოცი ბარათი. ომის მონაწილესთან გათანაბრებულებს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადაეცათ საიუბელეო მედალი, საპატიო სიგელი, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის პირადი მისალოცი ბარათი.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიეძღვნა საზეიმო შეხვედრა შეხვედრა ომის ხანდაზმულ ვეტერანებთან შ. რუსთაველის სახელობის თეატრში 7 მაისს, სადაც კიდევ ერთხელ პატივისცემით აღინიშნა იმ ადამიანების ისტორიული დამსახურება, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის, მსოფლიოსათვის უდიდესი ტრაგიკული მოვლენის წინააღმდეგ. ჩატარდა საზეიმო კონცერტი.
ამავე დღეებში დეპარტამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით აღნიშნა სამამულო ომის მონაწილის 100 წლის ნიკოლოზ ჯმუხაძის იუბილე. მას დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გადაეცა ფასიანი საჩუქარი და საპატიო სიგელი.
დეპარტამენტის მიერ დიდი გულისტკივილით და პატივისცემით აღინიშნა 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღეები. მათ ხსოვნას მიეძღვნა სამგლოვიარო ცერემონიალის ჩატარება მუხათგვერდის მემორიალზე. გადახდილი იქნა პანაშვიდი და მემორიალი შეიმკო ყვავილებით.
2010 წლის 11 აგვისტოს დეპარტამენტის ინიციატივით არასამთავრობო ვეტერანულ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მოეწყო შეხვედრა სოფელ შინდისთან 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა მემორიალთან. ჩატარდა სამგლოვიარო ცერემონიალი, გვირგინით შეიმკო მემორილი. აღსანიშნავია, რომ გმირთა დაღუპვის ადგილზე დაიწყო მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ეკლესიის მშენებლობა, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ვეტერანთა დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილება.
ყოველი წლის 14 აგვისტოს აღინიშნება აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების თარიღი. ჩატარდა სამგლოვიარო ცერემონიალი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან, სადაც დამსწრეთა შორის მრავლად იყვნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, რომლებმაც დღემდე არ იციან შვილების ადგილსამყოფელი, მწარედ განიცდიან მშობლები ამ გაურკვევლობას და ყოველი ასეთი შეხვედრა ცრემლით და ტკივილით არის აღსავსე.
წელს, 27 სექტემბერს 17 წელი შესრულდა იმ ტრაგიკული დღის შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა. ომგამოვლილი ვეტერანებისათვის მძიმე გასახსენებელია, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს დღე, რადგან სეპარტაიზმი ახალი გორმაციის ფაშიზმია, რომელმაც მტრად გადაკიდა ერთმანეთს საუკუნეობით ერთ ცის ქვეშ მცხოვრები ხალხები. დეპარტამენტმა არც მიმდინარე წელს დაარღვია ტრადიცია და გმირთა მოედანზე, საქართველოს ყველა ერის და ეროვნების წარმომადგენლებისათვის ამ წმინდა ადგილზე, გვირგვინებით შეამკო მემორიალი, ჩაატარა სამგლოვიარო ცერემონიალი.. ღონისძიება ჩატარდა ომის მონაწილე ვეტერანების, დაღუპულთა ოჯახის წევრების, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
ამავე დღეს, 27 სექტემბერს დეპარტამენტმა მებრძოლ ვეტერანებთან ერთად ყვავილებით შეამკო დაღუპულთა საფლავები წმინდა ნინოს სახელობის მემორიალზე ვაშლიჯვარში.
ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე ქუთაისის მერიის საკრებულოსა და საკრებულოსა და აფხაზეთის მთავრობის იმერეთის წარმომადგენლობის, სოხუმის სუპტროპიკული უნივერსიტეტის ორგანიზებით ამავე 27 სექტემბერს ჩატარდა ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიალი.
შემდგომ აფხაზეთის სუპტროპიკული უნივერსიტეტის დარბაზში, გაიხსნა იმ პროფესორ-მასწავლებლების ხსოვნის სტენდი, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ჩატარდა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და ომის ვეტერანებთან.
“იმერეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობასთან ქ. ქუთაისში” მოეწყო შეხვედრა ომის ვეტერანებთან, ომის ინვლიდებთან, აგრეთვე ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან. განხილული იქნა დევნილი ომის ვეტერანების სოციალური პრობლემები და ამ პრობლემების შეძლებისდაგვარად დროულად გადაწყვეტის გზები. დასასრულს დეპარტამენტის თავმჯდომარის ნუგზარ ცაგარეიშვილის სახელით შეხვედრის ორგანიზატორებს თავმჯდომარის მოადგილემ ჯანდრი უბირია გადასცა საპატიო სიგელები.
ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ახალგაზრდობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დეპარტამენტის მიერ აღინიშნა კავკასიის დაცვისათვის ბრძოლებში გამარჯვების 67 წლისთავი. ჩატარდა საზეიმო ღონისძიება ვაკის “გამარჯვების” პარკში.
დეპარტამენტის მიერ ყოველდღიურად გაწეული მუშაობის ანალიზმა ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ბრძოლების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა უკვდავყოფისათვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სხვადასხვა ფორმირებებში გაბნეული მასალები გროვდება და მუშავდება, რათა სრულყოფილი სახე მიეცეს ომში დაღუპულთა საინფორმაციო ბაზას. დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ქ. თბილისის მერიის სათანადო სამსახურებთან. შეთანხმებული მუშაობის შედეგად დეპარტამენტში აღრიცხვაზე მყოფი კონტიგენტისათვის გაიცა ათასობით (27 ათასზე მეტი) უფასოდ მგზავრობის ბარათები, პროგრამა გრძელდება და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
გრძელდება მუშაობა მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან, რათა გმირთა მოედანზე აღმართულ მემორიალზე დამატებით ამოკვეთილ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ყველა მებრძოლის სახელი, ვინაიდან არავის აქვს უფლება დაივიწყოს სამშობლოსათვის დაღუპულთა სახელები.
ღირშესანიშნავი ღონისძიება ჩაატარა დეპარტამენტმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის დარბაზის ერთობლივი თანამშრომლობით მარაბდის ველზე დაცემული ათი ათასი ქართველის სულის მოსახსენიებლად. მარაბდის ველზე შეკრებილებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, მუხლი მოიდრიკეს მათი საფლავების წინაშე. ათი ათასი ანთებული სანთელით აღევლინა ლოცვა გმირთა სულების მოსახსენიებლად.
ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყველა შეხვედრა – ღონისძიება ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით. სამინისტროს ხელმძღვანელობა ყოველ ღონისძიებაში უშუალოდ იღებს მონაწილეობას.
2007 წლიდან დეპარტამენტს დაეკისრა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ფუნქციები.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 ივლისის №584 ბრძანებულების თანახმად, 2010 წლის 10 აგვისტოდან დაიწყო მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა, რომელიც გაგრძელდება 30 დეკემბრამდე, შესაბამისად, საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მუნიციპალიტეტების, გამგეობების სამხედრო განყოფილებებში მიმდინარეობს წვევანდელების გამოძახება და მათი საკითხების განხილვა თუ რა სახით და რომელ საჯარისო ფორმირებებში უნდა წარიგზავნონ წვევანდელები თავიანთი კონსტიტუციური ვალდებულების მოსახდელად.
დღეისათვის კომისიის სამდივნოში განსახილველად შემოსულია:
- რაიონებსა და ქალაქების გამწვევი კომისიების მიერ შესწავლილი და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის რეკომენდირებული წვევანდელების “137” პირადი საქმე, (პირადი საქმეები შესწავლილია და შერჩეულია სამუშაო ადგილები).
- რაიონებისა და ქალაქების გამწვევ კომისიებს გადაეგზავნა “41” წვევანდელის განაცხადი ადგილზე შესასწავლად, დამატებითი მასალების მოსაძიებლად და გამწვევ კომისიაზე განსახილველად.
- არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დღეისათვის შემოსულია განაცხადი 31 რაიონიდან და ქალაქიდან.
2002 წლიდან დღემდე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებულია მთელი საქართველოს მასშტაბით “1520” წვევანდელი.
წინა წლებთან შედარებით:
- 2010 წელი - საგაზაფხულო გაწვევა – 135 წვევანდელი;
საშემოდგომო გაწვევა – 215 წვევანდელი;
- 2009 წელი – საგაზაფხულო გაწვევა – 216;
საშემოდგომო გაწვევა – 142;
- 2008 წელი – საგაზაფხულო გაწვევა – 85;
საშემოდგომო გაწვევა – 228 წვევანდელი.
2010 წლის საშემოდგომო გაწვევაზე შერჩეული დასაქმების სფეროებია:
- ჯანმრთელობის დაცვის - 4%;
- სამაშველო სამსახურის - 15%;
- უმწეო ინვალიდთა და მოხუცებულთა მოვლა-პატრონობის – 9%;
- ეკლესია-მონასტრების აღდგენა-მშენებლობის - 65%.
მოტივაცია:
- “მართლმად. აღმსარებლობის” მოტივით – 65%;
- “არატრადიც. რელიგიური რწმენის” მოტივით – 4%;
- “სინდისის” მოტივით - 31%.
მინისტრის ბრძანების თანახმად ექვემდებარებიან დემობილიზაციას:
- 2008 წლის შემოდგომაზე გაწვეული 228 წვევანდელი.
მიმდინარეობს მუშაობა მათი საქმიანობის შესწავლის მიზნით.
წვევანდელები სამსახურის გავლის პერიოდში შეძენილი სპეციალობების მიხედვით ჩაირიცხებიან თადარიგში და გამოყენებული იქნებიან საგანგებო ვითარების დროს.
კომისიის სამდივნო განაგრძობს მოქალაქეთა ყოველდღიურ მიღებას და მათ მომსახურეობას, 2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე კომისიის სამდივნომ მიიღო და მოემსახურა 1987 მოქალაქეს;
მიიღო და გააგზავნა 2562 წერილი.
კომისიის სამდივნომ დააკმაყოფილა ყველა შემოსული განცხადება.